ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯარისკაცის სახარბიელო ხვედრო უგზო უკვლოდ გაუჩინარებაა


ჯარისკაცის ერთ-ერთ ყველაზე არასახარბიელო ხვედრს უგზო-უკვლოდ დაკარგვა წარმოადგენს. ამერიკელები, რომლებიც ბრძოლის დროს იღუპებიან დარწმუნებულები არიან, რომ მათი ცხედრის ამოცნობის, სამსობლოში გადასვენების, პატივით დაკრძალვისა და ნათესავების საქმის კურსში ჩაყენებისათვის ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს. ამერიკელმა სამხედრო ტყვეებმა იციან, რომ თანამემამულეები მანამ არ მოისვენებენ, სანამ მათ განთავისუფლებას არ მიაღწევენ. უგზო-უკვლოდ დაკარგულების ხვედრი კი შეერთებულ შტატებს განსაკუთრებულ ვალდებულებას აკისრებს. შეერთებული შტატები კანონის მიხედვითაც და ზნეობრივადაც ვალდებულია ბრძოლის დროს დაკარგული თვითოეული სამხედროს ბედის გარკვევაში. თუ შესაძლებელია, უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნეშთის ამოცნობა, გარდაცვლილად ჩათვლა და პატივით დაკრძალვა უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრძოლის დროს დაკარგულის ცოცხლად გადარჩენის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა არსებობს, ამერიკა ვალდებულია მისი მიკვლევისა და შინ დაბრუნებისათვის ყველაფერი იღონოს. სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა 200-ს წელს შეერტებული სტატების კონგრესის მიერ მირებული კანონი, რომელსაც “შინ ცოცხლად დავაბრუნოდ” ეწოდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულად, კორეის ომში რვა ათასი, ხოლო ვიეტნამის ომის შედეგად კი დაახლოებით ორი ათასი ამერიკელი ითვლება. ამ კანონის თანახმად, ნებისმიერ უცხოელს, ვიეტნამელს, კამბოჯელს, ლაოსელს, ჩინელს, ჩრდილო კორეელს, ან ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნებისმიერი ქვეყნის იმ მოქალაქეს, რომელიც კორეის ან ვიეტნამის ომებში დაკარგულად ჩათვლილ ცოცხალ ამერიკელ სამხედროს, პირადად გადასცემს შეერთებული შტატების ხელისუფლებას, ამერიკა თავშესაფარს სთავაზობს. კანონი თავშესაფარს აგრეთვე იმ ადამიანების ოჯახის წევრებსაც სთავაზობს ვინც ამერიკელს შეერტებული შტატების ხელისუფლებამდე მიღწევაში ხელს გაუმართავს. ვიეტნამის ომის 1975-წელს დასრულების შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია ზოგი ამერიკელი სამხედროს სამხრეთ დასავლეთ აზიის ქვეყნებში პატიმრობაში ყოფნის შესახებ. ჯერ-ჯერობით არც ერთი ასეთი ინფორმაციის უტყუარობა არ დამტკიცებულა. ამერიკა ყველას ვინც კი რაიმე ინფორმაციას ფლობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ამერიკელი სამხედროების სესახებ მოუწოდებს დაუყონებლივ დაუკავშირდეს შეერტებული შტატების ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG