ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ომის წარმოების კანონის დარღვევით მოკლეს ბრიტანელი ჟურნალისტი ტერი ლოიდი


ბრიტანეთში ჩატარებული გამოძიების თანახმად ერაყის ომის პირველ დღეეებში ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ომის წარმოების კანონის დარღვევით მოკლეს ბრიტანელი ჟურნალისტი ტერი ლოიდი.

ოქსფორდშირის ძალადობრივ მკვლელობათა გამოძიების განყოფილების უფროსის მოადგილემ ენდრიუ ვოკერმა დღეს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა რომ იგი ამ საქმეს პროკურატურას გადასცემს რათა ამ მკვლელობისათვის პასუხისმგებელნი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.

მოკვლევით დადგინდა რომ ტერი ლოიდი თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა როდესაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგზავრო მიკრო-ავტობუსსს რომლითაც ეს ჟურნალისტი საავადმყოფოს მიმართულებით გადაჰყავდათ, სადაც მისთვის ზურგის არეში ადრე მიყენებული ჭრილობის გამო სასწრაფო დახმარება უნდა აღმოეჩინათ. ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2003-ი წლის მარტში ქალაქ ბასრას გარეუბანში.

XS
SM
MD
LG