ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის გარდა ვერცერთი სახელმწიფო ვერ ადასტურებს ბირთვული იარაღის გამოცდას


ჩრდილოეთ კორეის გარდა ვერცერთი სახელმწიფო ვერ ადასტურებს ფხენიანის განცხადებას იმის თაობაზე რომ მან მართლაც ჩაატარა ბირთვული გამოცდა. ფრანგი, იაპონელი და რუსი მეცნიერები ეთანხმებიან იმ აზრს რომ ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა აფეთქება, მაგრამ რამდენად არის ის ბირთვული არავინ უწყის. მათივე თქმით აფეთქება შედარებით მცირე სიმძლავრისა იყო. სამხრეთ კორეის ოფიციალკური პირები აცხადებენ რომ დაფიქსირებულია რადიოაქტიური ფონის მომატება მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ გააკეთა განცხადება ბირთვული გამოცდის შესახებ. იაპონიამ სპეცთვითმფრინავები გამოიყენა რადიაციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ვერ იქნა აღმოჩენილი ამ ბირთვული აფეთქების დამამტკიცებელი ნიშნები.
XS
SM
MD
LG