დღეს დილით ბაღდადში განხორციელებულ ტერაქტს 19 კაცის სიცოცხლე შეეწირა. პოლიციის განცხადების თანახმად ვინაობა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონში განლაგებულ ახალ ტელესადგურზე განახორციელეს თავდასხმა. ამ განცხადების თანახმად თავდასხმისას დაიღუპა 11 კაცი, მათ შორის შენობის მცველები და ტელესადგურის თანამშრომლები. დღემდე ეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტია რომელიც კი ოდესმე განხორციელებულა ერაყის საინფორმაციო საშუალებებზე. ამის პარალელურად ბაღდადის სხვა უბნებში მომხდარ აფეთქებებს რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბაღდადში არ წყდება რელიგიურ ნიადაგზე შეიარაღებული დაპირისპირება და მოთარეშეთა თავდასხმები მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურმა არაერთი ოპერაცია ჩაატარა სისხლისღვრის შესაჩერებლად.
პოპულარული
1