ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება 6 წლის წინ 5 ჩეჩენის დახვრეტისთვის


ევროსასამართოლოს დადგენილების თანახმად რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა 6 წლის წინ 5 ჩეჩენის დახვრეტისათვის. ესტამიროვთა ოჯახმა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროსასამართლოში შეიტანა საჩივარი მას შემდეგ რაც გაირკვა რომ 2000 წლის თებერვალში ამ ოჯახის ერთერთი წევრის უახლოსეი ნათესავეი ერთი წლის ბავშვის ჩათვლით რუსმა ჯარიკაცებმა დახვრიტეს. სასამართლო დადგენილებაში ნათქვამია რომ რუსეთის ძალოვანებმა პრაქტკულად არ გამოიძიეს ეს შემთხვევა, რომელსაც ადგილი გროზნოში ჰქონდა. იქვე ნათქვამია რომ ეს გამოძიება ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე განუსაზღვრელი დროით გაიწელა. სასამართლომ მოსკოვს დააკისრა დაღუპულთა ოჯახის წევრებისადმი კომპენსაციის სახით 285-ი ათასი დოლარის გადახდა.
XS
SM
MD
LG