ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ავღანეთში


ავღანეთში ორი კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 16 კცი დაიღუპა. პოლიციის განცხადების თანახმად პირველ ტერაქტს ადგილი ჰქონდა ქალაქ ხოსტში. ფეთქებადი მასალებით დატვირთული ავტომობილი ქალაქის შემოგარენში ამერიკული პატრულის შორიახლოს აფეთქდა. ამერიკელი ჯარისკაცებიდან არავინ დაშავებულა. მეორე ტერაქტში კამიკაძე ტერორისტმა ნაღმს მოუხდინა დეტონირება, როდესაც ავღანელი ჯარისკაცებით გადაჭედილ სატვირთო ავტომობილს მიუახლოვდა. ძალოვანთა განცხადების თანახმად აფეთქების შედეგად 14 სამოქალაქო პირი და 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ქალაქ ყანდაარში ორმა მოტოციკლეტისტმა ხელყუმბარები დაუშინა ინდოეთის საკონსულოს. არავინ დაშავებულა. ნატოს ოფიციალური პირების განხადების თანახმად წელს კამკაძე ტერორისტთა მიერ განხორციელებული ტერაქტების რაოდენობა ოთჯერ მერტია გასულ წელთან შედარებით.
XS
SM
MD
LG