ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საარჩევნო ბლოკის ლიდერები ნაციონალურ მოძრაობას ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ


საარჩევნო ბლოკის დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის ლიდერები ნაციონალურ მოძრაობას ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. კობა დავითაშვილი თბილისის საკრებულოში მეირე კანდიდატის, თინა ხიდაშელის გარეშე იქნება. თავად თ.ხიდაშელი ამასთან დაკავშიურებით ამბობს:

-„ ცსკომ უშუალოდ პრეზიდენტის მითითება შეასრულა და საკრებულოს გარეთ დამტოვა. დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ჩემი შესვლა ბევრ რამეს შეცვლიდა. ჩვენ ადვილად შევქმნიდით ფრაქციას. მოგეხსენებათ, ფრაქციის თავმჯდომარეს უფრო მეტი უფლება გააჩნია, ესწრება ყველა კომისიის სხდომას, შესაბამისად ხელისუფლების ქმედებებზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს. სააკაშვილი მიხვდა, საკრებულოში თუ შევიდოდი, პირველ რიგში იმ დოკუმენტებს ამოვიღებდი, რომელიც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას შეეხებოდა. ეს არ დაუშვეს“.

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ კომენტარისთვის რესპუბლიკელების თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს

მივმართე :

ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ ამ არჩევნებში ვაჩვენეთ სერიოზული შედეგები, თბილისში მივიღეთ 12%- ზე მეტი, მთელ საქართველოში მივიღეთ დაახლოებით 9 %, ეს არის დაახლოებით 135 ათასი ხმა. ჩვენ მთელი საქართვერლოს მასშტაბით გვეყოლება 45-მდე საკრებულოს წევრი.

ანუ ,საწყისი პირობები შემდეგი ბრძოლისთვის, შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის არის საუკეთესო. ჩვენ უმრავლეს რაიონებში, რაიონების 90 %-ში ვაჩვენეთ მეორე შედეგი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG