ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში 655 ათასი ადამიანია დაღუპული


ახალი გამოკვლევის თანახმად, 2003 წლის შეერთებული შტატების ინტერვენციას მოყოლებული, ერაყში 655 ათასი ადამიანია დაღუპული.

ახალი გამოკვლევის თანახმად, 2003 წლის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ინტერვენციას მოყოლებული, დღემდე ერაყში 655 ათასი ადამიანია დაღუპული.

დღეს ბრიტანულ ჟურნალ ლანსეტში დაბეჭდილ ამ გამოკვლევაში მოყვანილი დაღუპულთა რიცხვი, სხვა მსგავს შეფასებებთან შედარებით ყველაზე მაღალია.

აქ აღნისნულია, რომ ინტერვენციის შემდეგ ერაყში ძალადობის ესკალაცია უწყვეტად მიიწევდა ზევით და პიკს გასულ წელს მიაღწია. გამოკვლევის თანახმად, მკვლელობები ძირითადად ცეცხლსასროლი იარარის მეშვეობით ხდება. ამას გარდა ბოლო პერიოდში აფეთქებების რიცხვმაც იმატა.

ყოველდღიურად ერაყში დაახლოებით 500-მდე ადამიანს კლავენ.

გამოკვლევა ერაყელმა ექიმებმა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის, ბლუმბერგის სახალხო ჯანდაცვის სკოლის ამერიკელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.

XS
SM
MD
LG