ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებების დამცველთა ორგანიზაცია მსოფლიოს მოუწოდებს, რომ ჩრდილოეთ კორეას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ შეუწყდეს


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ “ჰიუმან რაითს ვოჩმა” დღეს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა, რომ ბირთვული იარაღის გამოცდის გამო, ჩრდილოეთ კორეას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ შეუწყდეს.

ორგანიზაციის განცხადებით, არ არის მართებული ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისა და უბრალო ხალხის გაიგივება. ჯგუფი ამტკიცებს, რომ კვების პროდუქტებით დახმარების შეწყვეტა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობას ავნებს.

გასულ ორშაბათს, ფხენიანმა ქვეყნის პირველი ბირთვული დანადგარის წარმატებით გამოცდის შესახებ განაცხადა. აქამდე სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა. აფეთქების შემდეგ კი, სეულმა შეწყვიტა ჩრდილოეთ კორეაში ძლიერი წყალდიდობებით დაზარალებულებისათვის დახმარების მიწოდება.

XS
SM
MD
LG