შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მსოფლიოს ექვსი უძლიერესი ქვეყნის წარმომადგენლები, ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ ბჭობენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ გერმანია და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი საკითხთან დაკავშირებით, მალე ვიდეო-კიონფერნციას ჩაატარებენ.