ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალური ფხენიანი საპასუხო ზომების გატარებას დაიწყებს თუ ვაშინგტონი კვლავაც გააგრძეელებს ზეწოლას კიმ ჯონგ ილის მთავრობაზე


ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად ოფიციალური ფხენიანი საპასუხო ზომების გატარებას დაიწყებს თუ ვაშინგტონი კვლავაც გააგრძეელებს ზეწოლას კიმ ჯონგ ილის მთავრობაზე.

აშშ-ი მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს გაეროსაგან მას შემდეგ რაც ფხენიანმა განაცხადა რომ მან გამოსცადა ბირთვული იარაღი.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ერთერთმა მაღალჩინოსანმა დღეს განუცხადა იაპონიის კიოდოს ახალი ამბების სააგენტოს თუ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეისადმი არ შეიცვლება დამატებით ბირთვულ გამოცდებს ექნება ადგილი. მისივე თქმით ოფიციალური ფხენიანი ექვსმხრივ მოლაპარაკებას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება რაც აშშ-ი ფხენიანზე დაწესებულ ფინანსურ შეზღუდვებს მოხსნის.

აშშ აცხადებს რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია რადგანაც ჩრდილოეთ კორეა ფულის გათეთრებას მიმართავს რაც ცალკე საკითხია და არავითარ კავშირში არ არის ექვსმხრივ მოლაპარაკებასთან.

ამ ფონზე სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა იონ კვანგ უნგმა სამხრეთ კორეის პარალამენტის წევრებს განუცხადა რომ სეული ყველა ზომას მიმართავს მისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისათვის, რათა წინ აღუდგეს ჩრდილოეთ კორეის მხრივ ბირთვული დარტყმის საფრთხეს.

მისივე თქმით სამხრეთ კორეა დაიწყებს მისი ჩვეულებრივი შეიარაღების გაუმჯობესებას მაგრამ არ აპირებს ბირთვული იარაღის შემუშავებას.

სამხრეთ კორეამ 1991 წელს მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ჩრდილოეთ კორეასთან კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ.

სეული ახცხადებს რომ ფხენიანმა დაარღვია ეს ხელშეკრულება ჩაატარა რა ბირთვული გამოცდა.

ექსპერტები ჯერაც ვერ შეთანხმებულან იმაზე ორშაბათს

განხორციელებული ეს მიწისქვეშა აფეთქება მართლაც ბირთვული იყო თუ არა.

ფხენიანი ამტკიცებს რომ ბირთვული იარაღი ჭირდება ამერიკის აგრესიის შესაკავებლად.

ვაშინგტონი უარყოფს იმას რომ იგი აპირებს ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას.

ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ღონეს ხმარობს რათა გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს რეზოლუცია რომლის ძალითაც ფხენიანს შეიძლება დაუწესონ ეკომიური სანქციები.

ჩინეთი აცხადებს რომ იგი მხარს დაუჭერს იაპონიისა და ამერიკის პოზიციას ამ საკითხში.

იაპონიის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტოკიო საკუთარ სანქციებს დაუწესებს ფხენიანს.

XS
SM
MD
LG