ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ამ ქვეყნის სუნიტი ვიცე-პრეზიდენტის ძმა მოკლეს


ერაყის ხელისუფლების განცხადებით თავდამსხმელები საკუთარ სახლში შეუვარდნენ და სიცოცხლეს გამოასალმეს ამირ ალ-ჰაშიმი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და ვიცე-პრეზიდენტის თარიქ ალ_ჰაშიმის ძმა იყო.

ვიცე-პრეზიდენტი ერაყის ისლამური პარტიის წევრია, რომელიც სუნიტების ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიაა ერაყის პარლამენტში. უფრო ადრე მოთარეშეებმა ერაყის ვიცე-პრეზიდენტის კიდევ ერთი ძმა და და გამოასალმეს სიცოცხლეს.

დღესვე ქალაქ თალ აფარში ერაყის პოლიციის საგუშაგოზე კამიკაძის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და 11 დაიჭრა.

ასობით პოლიციელი კი ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზეზით მოიწამლა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე.

XS
SM
MD
LG