ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე დასახელებული სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან ბან კი-მუნისაგან, საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების საქმეში უკვე აქტიურად ჩაბმას მოელიან


გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ბატონი ბანის გენერალურ მდივნად დამტკიცების შემთხვევაში, იგი ამ პოსტზე არჩეული პირველი ჩრდილოეთ კორეელი და 1961-რთ 71-ტ წლებში პოსტზე მყოფი ბირმელი უ ტანტის შემდეგ მეორე აზიელი იქნება.გამოცდილი დიპლომატი ბან კი-მუნი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრად 2004-ხ წელს დაასახელეს. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე ექვსმხრივი მოლაპარაკებების დროს მიღებული შეთანხმების მიღწევაში. მას შემდეგ მოლაპარაკებების მიმდინარეობა გაიყინა, თუმცა ბატონი ბანი ფხენიანს მაინც მოუწოდებს საუბრების გაგრძელებისაკენ.

XS
SM
MD
LG