ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდამ ფხენიანი კიდევ უფრო გარიყა საერთაშორისო საზოგადოებრიობიდან


ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის ფაქტმა ქვეყნის ხელისუფლება კიდევ უფრო გარიყა საერთაშორისო საზოგადოებრიობიდან.

დღეს ჩინეთმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდას, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესება მოჰყვება.

პეკინი ფხენიანის მოკავშირეა და აქამდე მეზობლის კრიტიკას გაურბოდა. გასულ ივლისს ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი მუდმივი წევრების მიერ შეთავაზებული, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ინიციატივა დაბლოკა.

ამჟამად კი პეკინმა ფხენიანის ქმედება დაგმო და მას უტიფარი უწოდა.

დღეს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დაუნერმა გამოიძახა ჩრდილოეთ კორეის ელჩი ავსტრალიაში და განუცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოცდას, მსოფლიოსაგან ფხენიანის მხოლოდ მზარდი იზოლაციის გამოიწვევა და აზიის ნაკლებად უსაფრთხო რეგიონად გადაქცევა ძალუძს.

XS
SM
MD
LG