ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდამ მსოფლიო კრიზისი გამოიწვია


ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდამ მსოფლიო კრიზისი გამოიწვია. ჩრდილოეთ კორეამ ატომური ბომბის მიწისქვეშა აფეთქება მოაწყო, რამაც მთელს მსოფლიოში დიდი უკამყოფილების ტალღა ააგორა.

გაეროს უშიშროების საბჭო ამჟამად სწორედ ამ საკითხის განხილვით არის დაკავებული. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა უშიშროების საბჭოს მიერ გადამწყვეტის ზომების მიღებას უჭერენ მხარს.

დღეს სეულში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შინზო აბესთან შეხვედრის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ნო მუ-ჰიანმა განაცხადა, რომ ფხენიანის ამგვარი მოქმედება სერიოზულ გავლენას მოახდენს სამხრეთ კორეის პოლიტიკაზე. მისი თქმით:” ამიერიდან ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაგრძელება ძალზე ძნელი იქნება.”

თავის მხრივ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა რომ ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა მთელი ჩრდილოეთ აზიის უსაფრთხოებას და სტაბილობას ემუქრება მისი თქმით:” ახლა მსოფლიო ძალზე საშიშ ბირთვულ ეპოქაში ცხოვრობს.”

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადსტურეს ბირთვული აფეთქებით გამოწვეული სეისმური ბიძგები ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც ექსპერტების შეფასებით ამერიკელების მიერ ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის ეკვივალენტი იყო.

XS
SM
MD
LG