ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტი ერაყში


დღეს ერაყში სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა. 8 კაცი თალ აფარში პოლიციის საგუშაგოზე კამიკაძის მიერ მოწყობილ აფეთქებას შეეწირა. ერაყის ხელისუფლების განცხადებით დაჭრილია 6 ადამიანი. ბაღდადსა და მის შემოგარენში დღეს კიდევ 9 ადამიანი მოკლეს. ამერიკელი გენერალის ჯოზეფ პეტერსონის განცხადებით 4 ათასი ერაყელი პოლიციელი დაიღუპა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში და 8 ათასი დაიჭრა. შეერთებული შტატების სამხედროების განცხადებით მოკავშირეთა ძალებმა ერაყში ბოლო დღეების განმავლობაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 28 კაცი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG