ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ აშშ სახ. დეპ-ის  წარმომადგენელთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე


გთავაზობთ ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და ტერიტორიული კონფლიქტების ოფისის ხელმძღვანელთან ქალბატონ ელიზაბეთ რუდთან, რომელიც ამჯერად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს და ვაშინგტონის პოზიციას მიმოიხილავს. -“რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვა საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებას შესაბამისი ბრალდებების საფუძველეზე, სამხილი საქვეყნოდ არის ცნობილი. ჩვენ მოვლენების შემდგომ პოზიტიურ განვითარებას დიდად ვუმადლით ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა. ბატონი დე გუხტის შუამავლობით, ოფიცრები საქართველომ ეუთოს გადასცა. ეს, თბილისის მიერ დაძაბულობის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. ჩვენ იმედგაცრუებულები ვარ და გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ რუსეთი არ ცდილობს ეს შესაძლებლობა გამოიყენოს და ჩვენი მოწოდებების მიუხედავად სიტუაციის რეგულირების მიზნით არაფერს აკეთებს. არამედ პირიქით, სანქციებს სანქციებზე აწესებს.”

“საქართველომ უკვე ცნობილია, რომ გააკეთა თავისი არჩევანი დემოკრატიული განვითარების, თავისუფლების და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ამ ძალისხმევაში საქართველოს მხარს ვუჭერთ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ამასთან არ ჰგონია რომ საქართველოს ასეთი არჩევანი და მიმართულება ვინმესთვის პრობლემას უნდა წარმოადგენდეს, რამეთუ ნატოში წევრობა საქართველოს სტაბილობის და შესაბამისად, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტი იქნება.” ამბობს ელიზაბეთ რუდი და აგრძელებს, რომ საქართველოს წარმატება და რეგიონის განვითარება ყველა მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს, და არ უნდა გახდეს რაიმე დაძაბულობის მიზეზი.

“ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობამ კოდორის ხეობაში საპოლიციო ოპერაციო დაიწყო, რათა იქ წესრიგი და კანონი აღედგინა. ჩვენ ქართულ, ისევე როგორც აფხაზურ მხარეებს მოვუწოდებთ დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ კოდორში ამჟამად შექმნილი სიტუაცია სარგებელს მოიტანს.” -“საქართველოს ხელმძღვანლობამ ძალიან მკვეთრად განაცხადა თავისი სურვილის შესახებ კონფლიქტები მშვიდობიანად, დიპლომატიური გზებით, პირდაპირი კავშირით და კონსულტაციებით მოაგვაროს. მაგალითისთვის კმარა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს განცხადება კონსტრუქციულია. ამასთან, საქართველოს შემუშავებული აქვს ე. წ. საგზაო რუკა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში, ისევე როგორც არსებობს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის და ურთიერთნდობის დამკვიდრების ინიციატივები. თბილისი უკვე მუშაობს ამ მიმართულებებით. ამერიკის მთავრობას იმედი აქვს, რომ სხვა ქვეყნები, რომლებიც სერიოზულად აღიქვამენ ამ კონფლიქტების ბედს-მათ შორის რუსეთი, შესატყვისი გულისყურით და ინტერესით მოეკიდებიან ამ საკითხებს.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი სერიოზულად ვერ აღიქვამს იმ ბრალდებებს, რომ თითქოს ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყო დესტრუქციული პოლიტიკის გატარებაში რუსეთის მიმართ. ამერიკას არასდროს არ გაუკეთებია ასეთი რამ, და არც მომავალში მოუწოდებს დესტრუქციული პოლიტიკისკენ საქართველოს ხელისუფლებას, და მითუმეტეს კი რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მჭიდრო და ეფექტური ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის ორივესთვის მნიშვნელოვანია, და მიგვაჩნია, რომ რომ რუსეთს რეგიონში დიდი როლი აქვს, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის ფაქტორს კონფლიქტების მოგვარებაში. ამდენად ორ ქვეყანას შორის კარგი, მეზობლური ურთიერთობები უნდა არსებობდეს.“

XS
SM
MD
LG