ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ლონდონში საერთაშორისო შეხვედრა დაიწყო, რომელზეც უნდა შეიმუშაონ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქცია.


შეხვედრაში მონაწილეობენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის და გერმანიის წარმომადგენელები. როგორც აშშ-ის სახ-დეპის წარმომადგენელმა განაცხადა ლონდონის შეხვედრას დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. აშშ-ი და ბრიტანეთი მხარს უჭერენ ირანის მიმართ სანქციების დაწესებას, თუმც რუსეთი აცხადებს, რომ საჭიროა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ გაეროს უშიშროების საბჭო დაიწყებს ირანის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე დებატებს, არ არის გამორიცხული ირანთან მოლაპარაკების გაგრძელება.

XS
SM
MD
LG