ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ერაყში ქურთთა ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა


ქალაქ ირბილში მასუდ ბარზანისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე რაისმა აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს ერაყში ეროვნული შერიგების პროცესისა და მომავალში გაერთიანებული დემოკრატიული ერაყის შექმნის აკითხი. ბატონმა ბარზანიმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ერაყის დემოკრატიულ და ფედერალურ მოწყობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი რაისის ჩასვლა იერბილში ემთხვევა ერაყის მთავრობასა და ქურთთა შორის დაძაბულობის ესკალაციას ერაყის ნავთობის რესურსების კონტროლის ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ნავთობის რესურსების უმეტესობა ქურთთა ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზეა განთავსებული. კონდოლიზა რაისი ირბილს ბაღდადიდან ჩაფრინდა. ამ ფონზე ერაყის ძალოვანები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ წუხელ ერთ-ერთი ქურთი კანონმდებელი და მისი მძღოლი გაიტაცეს და მოგვიანებით მათი გვამები აღმოაჩინეს.

ერაყში დისლოცირებული ამერიკული კონტინგენტის პრეს-ცენტრის განცხადებით ბაღდადის შემოგარენში მომხდარი შეიარაღებული შეტაკებისას ორი ამერიკელი ქვეითი მეზღვაური დაიღუპა. ამ ექვსი დღის განმავლობაში 25-ი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მას შემდეგ რაც სამი წლის წინ ერაყის ინტერვენცია დაიწყო ორი ათას შვიდასი.

XS
SM
MD
LG