ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრეზიდენტი ავღანეთის უსაფრთხოების შესახებ


ამჟამად ავღანეთში 21 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ გარდა ქვეყანაში კიდევ 20 ათასამდე უცხოელი ჯარისკაცია განთავსებული მსოფლიოს 40 სახელმწიფოდან. 2003 წელს ავღანეთში ჯარების შეყვანით ნატომ თავისი პირველი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ევრო-ატლანტიკური რეგიონის საზღვრებს გარეთ. თანდათანობით ნატოს ხელში გადადის სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა მთელს ავღანეთში. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით ავღანეთში თავისი ყოფნით ნატო ამ ქვეყნის ხალხს დიდ დახმარებას უწევს. “ნატო თქვენს გვერდით დგას. მე აღფრთოვანებული ვარ ნატოს ჯარისკაცების გამბედაობით და ძალზე ვაფასებ იმ გარემოებას რომ ჩვენი მოკავშირეები გაგებით ეკიდებიან ავღანელი ხალხის სურვილს აისრულონ ოცნება და სტაბილურ სახელმწიფოში იცხოვრონ. ნატოს მესვეურებმა უნდა იცოდნენ რომ ახლგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის გადარჩენასა და მისი მოსახლეობის დაცვის საქმეს ემსახურებიან. ამით ისინი 21-ე საუკუნის იდეოლოგიური ბრძოლის პირობებში თავისუფლების გამარჯვებას უწყობენ ხელს.” თავის მხრივ ავღანელებიც არ აკლებენ ძალისხმევას. ავღანეთის შეიარაღებულ ძალებში ამჟამად 30 ათასი ჯარისკაცი ირიცხება, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე კოალიციური ძალების მხარდამხარ იბრძვიან. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით:” ზოგიერთები მძიმედ დაიჭრნენ ამ ბრძოლებში, ბევრი ტერორისტებთან ბრძოლის ველზე დეაცა, მაგრამ ავღანელ სამხედროებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი თავისი სამშობლოს დაცვა და ჩვენ ვამაყობთ რომ ამგვარი მამაცი მოკავშირეები გვყავს.” მოკავშირეთა ძალებმა 46 ათასი ავღანელი პოლიციელი გაწვრთნეს. თავისუფალ ავღანეთს ძლიერი და დაუნდობელი მტრები ჰყავს, მაგრამ ისინი ვერ მიაღწევენ წარმატებას. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ავღანეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტერთან ბსძოლას. ჩვენ არ დავთმობთ პოზიციებს და მხარში ამოვუდგებით პრეზიდენტ კარზაის მთავრობას ავღანელი ხალხისთვის ბედნიერების მოტანის საქმეში. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.
XS
SM
MD
LG