ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-საქართველოს შორის დაპირისპირება გრძელდება


ქ.გ. -რუსეთმა რადიკალურ ზომებს მიმართა, პრაქტიკულად მან საქრთველოს ბლოკადა მოუხდინა. თვით რუსეთში კი ადგილი აქვს ქართველების შევიწროებას. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოსაგან მოითხოვს საქართველოსადმი მკაცრი ტონის მქონე რეზოლუციის მიღებას . კითხვაზე თუ როგორ ხედავს ბატონი კორნელი დასავლეთის როლს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფრონტაციის მოგვარებაში, მან გვიპასუხა:

ს.კ.- მინდა გითხრათ, რომ დასავლეთმა შეცდომა დაუშვა იმით, რომ თავიდანვე არ მოახდინა მკვეთრი რეაქცია რუსეთის მიმართ, რომელიც საქართველოს უკვე კარგა ხანია ავიწროვებს. ახლანდელი პრობლემები რუსეთსა და საქართველოს შორის შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ძალიან რთული და სერიოზულია, თუმც ისიც უნდა აღნიშნოს, რომ აქ არაფერი ახალი არ არის. რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მოიცავს ისეთ ფაქტებს, როგორიცაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსია რუსეთის მიერ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში რუსეთის ოფიცრების დანიშნვა და მათი მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, საქართველოსათვის გაზისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის მაგალითები და ასევე ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე ემბარგოს დაწესება და სხვა მრავალი. ყველაფერ ამას ადგილი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში და სამწუხაროდ დასავლეთიდან რუსეთს არ მიუღია სათანადო რეაქცია იმაზე, რომ მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებში არ თავსდება. რუსეთმა კი ეს გამოიყენა და გააგრძელა თავისი ზეწოლა საქართველოზე.

ქ.გ. - იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდა რუსეთის მხრივ საქართველოს მიმართ. რა სახის დახმარებას უნდა ელოდეს საქართველო დასავლეთისაგან? ამ კითხვას ბატონმა კორნელმა ასე უპასუხა:

ს.კ -ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. დღეს საქართველოს დასავლეთის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა აქვს მისი დემოკრატიული რეფორმების გატარების გამო, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მხარდაჭერას გრძნობს ბუშის ადმინისტრაციისაგან, თუმც კონკრეტულად რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს ამერიკამ საქართველოს იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდა ამისი განსაზღვრა ძალიან ძნელია. რა არის ამერიკის შემდგომი ნაბიჯი საქართველოს დასახმარებლად, რისთვის არის ამერიკა მზად და რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს მან საქართველოს სხვა ვითარებაში? ამისი პროგნოზი ნამდვილად რთულია. ვფიქრობ, რომ ეს ისეთი რამ არის რაზეც აშშ-ის მთავრობამ რაც შეიძლება მოკლე ხანში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ქ.გ. -როგორია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა?

ს.კ -ჩემის აზრით სავსებით რეალურია ის, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. თუმც იმ მოვლენებმა, რომლებსაც ახლა აქვს ადგილი საქართველოსა და რუსეთს შორის შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, ნეგატიურად იმოქმედოს ნატოს წევრ ქვეყნებზე და შეაფერხოს ეს პროცესი. თუმც საქართველოს ნატოში გაწევრიანება მეორეს მხრივ თვით საქართველოს პროგრესსა და მის დემოკრატიულ განვითარებაზეა დამოკიდებული.


XS
SM
MD
LG