ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სარდლობას მიაჩნია რომ ერაყში ალ ყაიდას ფრთის ლიდერი ცოცხალია


როგოც ამერიკულ ძალთა პრეს ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი მიუხედავად ადრე გავრცელებული ინფორმაციისა თითქოს აბუ აიუბ ალ მასრი გუშინ დაბა ჰადიტაში განხორციელებული რეიდისას დაიღუპა, იგი გადარჩა. სუნითი ლიდერები ამტკიცებენ რომ ერაყის უშიშროების ძალები ფარულად მოთარეშეებთან თანამშრომლობენ. მათივე თქმით კვირას შიითმა მოთარეშეებმა ერთერთ ქარხანაში მძევლებად აიყვანეს 24 მუშა და ეს ერაყის სპეც.დანიშნულების პოლიციის იმ ბრიგადის ხელისშეწყობით მოხდა რომელიც ქარხნის რაიონშია განლაგებული. ამის თაობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა ამერიკული სამხედრო კონტინგენტის პრესცენტრის უფროსმა, გენერალ მაიორმა უილიამ ქოლდველმა: “უდავოა ის რომ ერაყის უშიშროების ძალებში ზოგის ხელისშეწყობის წყალობით შიითთა სიკვდილის ბრიგადები თავისუფლად დათარეშობენ ერყის ტერიტორიაზე”. როგორც ბატონმა ქოლდველმა თქვა ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ტერ.აქტების რაოდენობამ ბაღდადში კონფლიქტის დაწყებიდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამ ფონზე ყველასათვის მოულოდნელად დღეს ერაყს ჩაფრინდა აშშ-ის სახ.მდივანი კონდოლიზა რაისი.
XS
SM
MD
LG