ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო აგრძელებს რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირების საკითხის განხილვას


რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოსაგან მოითხოვს მიიღოს რეზოლუცია, რომლის ძალითაც საქართველომ უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ზემო აფხაზეთიდან. გაეროში რუსეთი დესპანის ვიტალი ჩურკინის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის თანახმად გაეროს დამკვირველბელთა ჯგუფს, რომელსაც სათავეში უნდგას რუსეთი მანდატი გაუგრძელდება. ამის თაობაზე ჩურკინმა განაცხადა:

-“დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს სიგნალს საქართველოს მთავრობისათვის, რომ ერთადერთი მიდგომა შექნილი სიტუაციისადმი არის გაეოროს უშიშროების საბჭოს არსებული რეზოლუციების და საერთაშორისო შეთანხმებების შესრულება და აფხაზეთში მომავალში რაიმე პროვოკაციული მოქმედებებისაგან თავის შეკავება”

გაეროში საქართველოს დესპანმა ირაკლი ალასანიამ რუსეთს დასდო ბრალად უშიშროების საბჭოში მისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსი მშვიდობისმყოფელების ნეიტრალობა კონფლიქტურ ზონებში.

-“მაშინ როდესაც საქართველო მონდომებულია დიპლომატიური და მშვიდობიანი გზებით არსებული სამშვიდობო გეგმებით მოაგვაროს პრობლემები რუსეთს ჯერაც ვერ მიუღია გადაწყვეტილება კონფლიქტის რაიონებში კვლავაც პრობლემის წყაროდ დარჩეს თუ ჩაერთოს არსებული პრობლემების მშვიდობიანად მოგვარების საქმეში.”

აშშ-ი ორივე მხარეს მოუწოდებს დაიცხრონ ემოციები. სახ-დეპის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდაგააუქმოს ბლოკადა საქართველოს მიმართ და პოზიტიური მიდგომით ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან.

XS
SM
MD
LG