ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

   2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ამერიკელი მეცნიერები გახდნენ


შვედეთის სამეფო აკადემიამ ჯონ მაზერი და ჯორჯ სმუთი ნობელის პრემიით დააჯილდოვა სამყაროს წარმოშობის და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ნაშრომის გამო, რომელიც ასევე გალაქტიკების და ვარსკვლავების ჩამოყალიბების პროცესს ეხება.

ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევა, რომელიც კოსმოსური თანამგზვრის მეშვეობით მოპოვებულ მასალებს ეყრდნობა, კიდევ უფრო ამტკიცებს დიდი აფეთქების თეორიის სიმართლეს, რომლის მიხედვით სამყარო მრავალი მილიარდი წლის წინათ უძლიერესი კოსმოსური აფეთქების შედეგად წარმოიშვა.

XS
SM
MD
LG