სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის ბან კი მუნის განცხადებით ის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს გაეროს სტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით. კორეელი დიპლომატი გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზეა წარდგენილი.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ გაეროს უშიშროების საბჭოში მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი, ბან კი მუნმა სამხრეთ კორეაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებს რათა გაერო უფრო გამჭვირვალე და ქმედითუნარიანი ორგანიზაცია გახდეს.