ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული გამოცდის ჩატარებას აპირებს


ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადების თანახმად ბირთვული გამოცდის ჩატარებაა საჭიროა, რათა ფხენიანმა განამტკიცოს მისი თავდაცვა აშშ-ის მტრული დამოკიდებულების ფონზე.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა სააგენტომ დღეს განაცხადა, რომ გამოცდა მომავალში ჩატარდება. მას არ მოუცია კონკრეტული თარიღი. ჩრდილოეთ კორეა არასოდეს მალავდა იმას, რომ მას გააჩნია ბირთვული არსენალი. ფხენიანი აცხადებს, რომ აშშ-ის ზეწოლამ განაპირობა ჩრდილოეთ კორეის მიერ მისი ერთ-ერთი ბირთვული დანადგარის გამოცდა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეის განცხადება და აღნიშნა, რომ ეს გმოცდა დაუშვებელია.

მან იქვე გაფრთხილება გააკეთა, რომ ტოკიო მკვეთრ რეაქციას მიმართავს თუ ფხენიანმა განახორციელა ბირთვული გამოცდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამნისტრომ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ ნებისმიერი რაკეტის გამოცდა აღქმული იქნება, როგორც სერიოზული პროვოკაცია, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება.

თავის მხრივ რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო ეჭვის თვალით უყურებს ფხენიანის განცხადებას და ამტკიცებს, რომ ჩრდილოე კორეას წარსულში არა ერთხელ გაუკეთებია ამგვარი განცხადებები.

XS
SM
MD
LG