ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გრძელდება ტერაქტები


ერაყში გრძელდება ტერაქტები.დაიღუპა 15 კაცი.მათ შორის სამი ერაყელი ჯარისკაცი ქალაქ კუტში და ბრიტანელი ჯარისკაცი ქალაქ ბასრაში.

ბაღდადის შემოგარენში პოლიციამ კიდევ 50 გვამი აღმოაჩინა.გვამებს წამების ნიშნები ამჩნევია. ბაღდადის ცენტრში ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა 14 პირი გაიტაცეს.ბაღდადის ერთ ერთ უბანში ერთ ერთი დაწესებულების 28 თანამშრომელი აიყვანეს მძევლებად. ერაყში აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა ზალმეი ხალილზადმა განაცხადა რომ დამსჯელი რაზმები ახორციელებენ ხალხის მეთოდურ ხოცვას. CNN-ისადმი მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა რომ ერაყის მთავრობამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს რათა ერაყში აღიკვეთოს რელიგიურ ნიადაგზე 2 თვის წინ დაწყებული სისხლისღვრა . დღეს ერაყელმა კანონმდებლებმა კოდევ ერთი თვით გააგრძელეს საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 2004-ი წლის ნოემბერში შევიდა.

XS
SM
MD
LG