ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ ეუთოს გადასცა ოთხი რუსი სამხედრო ოფიცერი


საქართველო ეუთოს გადასცემა ოთხი რუსი სამხედრო ოფიცერი, რომელთაც ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. დღეს გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კარელ დე გუხტს შორის.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსი ოფიცრების გათავისუფლება არის "კეთილი ჟესტი ჩვენი დასავლელი მეგობრებისადმი“ და ეს არ არის პასუხი რუსეთის ხელმძღვანელობის მუქარაზე.

"შეთანხმებას ეუთოსთვის რუსი ოფიცრების გადაცემაზე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მივაღწიეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიუხედავად ამ განცხადებისა კრემლი აცხადებს რომ ძალაში რჩება სატრანსპორტო და საფოსტო კომუნიკაციის შეწყვეტა საქართველოსთან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა როგორც სახელმქიფო ტერორიზმი ისე დაახასიათა რუსი ოფოცრების დაპატიმრება. რუსეთმა მომეტებულ მზადყოფნაში მოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული მისი სამხედრო ძალები.

XS
SM
MD
LG