ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რუსეთის ურთიერთობები: ამერიკელი ექსპერტი


გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ ამერიკელ პოლიტოლოგთან, ამჟამად ტარტუს უნვიერსიტეტის პროფესორთან, წარსულში კი ამერკის მთავრობის თვალსაჩინო თანამშრომელთან ბატონ პოლ გობლთან, რომელიც კომენტარს აკთებს საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ.

“საქართველოს ისტორიის ბოლო 15 წლის მანძილზე ჩვენ დღეს ერთერთი ყველაზე საშიშ ვითარებაში ვიმყოფებით. ამასთან, მოსკოვის გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს სამხედრო ბაზები გაყვანა, რუსულ მედიაში მიმდინარე კამპანია საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის წინააღმდეგი -ჩემი აზრით არის მცდელობა დღევანდელი საქართველო და პრეზ. სააკაშვილის მთავრობა რადიკალურ, ნაციონალისტურ ადმინისტრაციად წარმოაჩინონ და ქვეყანა გარკვეულ იზოლაციაში მოაქციონ. ამით კი მოსკოვი ჩვეულ ხერხს მიმართავს, და ქართულ საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ დესტრუქციულ ელემენტებს საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს მათ ასეთი ვითარების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ. საერთაშორისო ასპერეზზე ყველას უკვე კარგად ესმის, რომ საქართველო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც უფლება აქვს დამოუკიდებელი ნებით იხელმძღვანელოს, ვიდრე რეალობის რუსულ აღქმას დაემორჩილოს. ამ რეალობის მიხედვით კი რუსეთის მეზობელ ქვექნებს მხოლოდ შეზღუდული სუვერენიტეტი აქვთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსეთის მთავრობის ქმედებები საქართველოსთნ მიმართბაში მიუღებელია. მე დიდი იმედი მაქვს რომ საერთაშორისო საზოგადოება ამას დაინახავს და ადექვატურად შეაფასებს. თუმცა, რუსეთი ნაკლებად აქცევს ყურადღებას იმას, თუ რას ამბობენ უცხოეთის სახელმწიფოები. მე ვშიშობ, რომ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უარყოფით შედეგს გამოიღებს ევრაზიის სხვა ქვექნებში, სადაც მოსახლეობა, და მთავრობებიც დაინახავენ რომ მოსკოვის საქციელი მიუღებელია. იმედს გამოვთქვამ რომ დასავლეთის სახელმწიფოებიც, და შეერთებული შტატებიც მსგავს პოზიციას მკაფიოდ დააფიქსირებენ. რუსეთი, არავისთვის არის დასამალი რომ გაღიზიანებულია კონფლიქტებში საერთაშორისო ელემენტის ჩართვის შესაძლებლობით. ამ ფონზე, აფხაზეთში მომხდარი უკანასკნელი შეტაკების ინსპირირება რათა გამართლება მიეცეს იქ რუსების ყოფნას, დაუშვებელია. “

XS
SM
MD
LG