ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში გამოვიდა ახალი ჟურნალი "კინო"


მაშინ, როდესაც ქართული ბეჭდური და სატელევიზიო მედია, გასართობ-გამამხნევებელმა სტატიებმა თუ გადაცემებმა მოიცვა, და პრაქტიკულად დაიკარგა ანალიტიკური, ინტელექტუალური მასალა, ბევრს საუბროდნენ იმის შესახებ, რომ სერიოზული, საინტერესო მასალები საჭირო აღარ არის, მათზე აღარ არის მოთხოვნა. "ეს 21-ე საუკუნის სენია, ცხოვრება ისედაც დატვირთულია სხვადასხვა სახის მძიმე კატაკლიზმებით და ზედმეტი ფიქრი, მსჯელობა, საჭირო აღარ არის” –აბობენ პოპ კულტურის დამცველები. ყველაზე სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ ინტელექტუალური ჟურნალების თუ გადაცემების სრული დეფიციტის პირობებში, მართლაც არსად ისმოდა ხმამაღლა, რომ მხოლოდ იუმორისტული, გასართობი ტელესერიალების თუ შოუების ამარა დარჩენილი საზოგადოება, შესაძლებელია სრული ფრუსტრაციის პირობებში აღმოჩნდეს. გუშინ, კინოთეატრ ამირანში, ჟურნალი კინოს, უკვე მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდრე ჟურნალი შეიქმნებოდა ბევრს მსჯელობდნენ იმასთან დაკავშირებით, გამოიწვევს თუ არა ის საზოგადოების ინტერესს, იქნება თუ არა მომგებიანი, გაიყიდება თუ არა და ა.შ. ჟურნალის 3 თვეში ერთხელ გამოდის, პირველი ნომერი მთლიანად გაიყიდა, ახლა მეორე ნომერია, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილი, ჩამოყალიბებული და საინტერესო სახით წარსდგა მკითხველის წინაშე. რამდენად არის მოთხოვნა ასეთი სახის ჟურნალზე, ამის შესახებ, ჟურნალის რედაქტორი, კინომცოდნე გოგი გვახარია მოგავხსენებს: გოგი გვახარია – მოთხოვნა როგორც ჩანს არის. რადგან პერიოდიკა სამ თვეში ერთხელ არის. ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან რესურსი ნამდვილად არის, მაგრამ მეორეს მხრივ რეკლამის მომცემისთვის ეს არ არის მომგებიანი. ამიტომ ამ მხრივ პრობლემები ნამდვილად გვაქვს. თვითონ კმაყოფილი ვარ, რადგან მეორე ნომერი უფრო კრიტიკულია. ალბათ შორეული პერსპექტივა არ არის ის, რომ ჟურნალი თვეში ერთხელ გამოვიდეს. - ალბათ საინტერესოა რას გვირჩევს ყველაზე მეტად ჟურნალის რედაქტორი, რა სახის მასალებია ჟურნალში და რომელია მათ შორის ყველაზე საინტერესო? რეკომენდაცია გოგი გვახარიასგან: გოგი გვახარია – ძალიან მიჭირს გამორჩევა, რადგან ზოგი უფრო აქტუალური, სადღაც მეტი ინფორმაციაა, ზოგში ორიგინალური ხედვაა, მაგრამ მაინც გამოვყოფდი რუსუდან მირცხულავას, სტატიას მეინსტირმზე, დღევანდელ მასობრივ ქართულ ხელოვნებაზე, თეო ხატიაშვილის წერილს, სადაც შეფასებულია ზაფხულის დისკუსი, ასე ვქთვათ ის, რასად ჩვენ ვხედავდით ტელევიზიით და დათო გურგენიძის მიერ ნათარგმინი პაზოლინის უცნობი პიესა. - ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟურნალი კინო ახალი სიტყვაა ქართულ მედია სივრცეში, რომელმაც საყოველთაო ინტერესი უკვე გამოიწვია. ვისაც ანალიზი, შეფასება, კვლევა ჯერ კიდევ არ მობეზრებია და უყვარს კინო, მათთვის ეს ნამდვილად დიდი საჩუქარია.
XS
SM
MD
LG