ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი კერვალიშვილის კომენტარი თბილისიდან


მიუხედავად ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა, რუსეთ-საქართველოს უკიდურესად გართულებულ ურთიერთობებს ვგულისხმობ,თბილისი ჩვეულ რითმში ცხოვრობს. ამავე დროს თბილისში რუსეთის სამხედრო ჯარების გენერალურ შტაბს გუშინდელი დღიოდან გაძლიერებული დაცვა იცავს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისიდან რუსი დიპლომატების და მათი ოჯახების ევაკუაციას ნაჩქარევი და გაუმართლებებლი უწოდა : - ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში რუსებს არაფერი ემუქრებათ და არასდროს დაემუქრება. ჩვენი ხალხი ის ხალხია, რომელსაც შეუძლია სტუმრის მიღება და მისთვის ყველა პირობის შექმნა. - ჩვენთან მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ბოლომდე გაგრძელდება. ყველაფერი კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში შესრულდება. ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც იმოქმედებდა ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო თანამედროვე სამყაროში, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი 4 რუსი ოფიცრის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელთაც სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით 2- თვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადავწყვიტე, ვინმე რუსი ეროვნების ადამიანს გავსაუბრებოდი. ამ მიზნით რუსულ ეკლესიაში მივედი, სადაც ერთ ქალბატონს გავესაუბრე : „ თბილისში 70 წელი ვცხოვრობ, არავინ და არფერი მემუქრება, მეზობლები ყველა ქართველი მყავს..“. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში იძაბება ვითარება აფხაზეთში - გალის რაიონის სოფლებში რუსმა სამხედროებმა ჯავშანტექნიკით პატრულირება დაიწყეს, ხოლო სამაჩაბლოში ქართველებს სამხრეთ-ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პასპორტების აღებას აიძულებენ, თბილისი ისევე, როგორც ყოველთვის ბოლო წლებში, განსაცდელის ჟამს ერთიანია. ხალხი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, პოზიციას მხარს უჭერს. სასაუბროდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი, ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი მოვიწვიე. გ.კერვალიშვილი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში 80-ანი წლებიდან, 16 წლის ასაკში ჩაერთო. -ბ-ნო გიორგი, ის რაც დღეს ხდება რუსეთ-საქართველოს შორის აახლოვებს საქართველოს იმ მიზანთან, რისთვისაც 80-ანი წლებიდან იბრძოდით, რასაც მოჰყვა 9 აპრილი და ა.შ. ? გ.კერვალიშვილი : საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლის დროს ეროვნულ-განმათავისებელმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით ყველა ღონეს ხმარობდა, რომ საქართველო ყოფილიყო გათავისუფლებული რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან. მოგეხსენებათ, ორ საუკუნეზე მეტია, საქართველო მონობაშია და დღესაც რუსეთის იმპერია არ გვშორდება. რაც დღეს ხდება თბილისში და მთელ საქართველოში, რომ რუსი აგენტები და ჯაშუშები იქნენ დაპატიმრებული, მისასალმებელია...
XS
SM
MD
LG