ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მოკავშირეთა ძალებმა ალ ყაიდას წევრი დააკავეს


ამერიკელი სამხედროების განცხადებით მოკავშირეთა ძალებმა ერაყში ალ-ყაიდას ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი დააპატიმრეს, ბაღდადში სუნიტი პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლში. ეჭვმიტანილი ადნან ალ-დულაუმის რეზიდენციაში დააკავეს. შეერთებული შტატების სამხედროების განცხადებით ეს ტერორისტი ბაღდადის მწვანე ზონაში ავტომანქანებში დამონტაჟებული ბომბების აფეთქებას გეგმავდა. ამ ზონაში კი სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განლაგებული. აღნიშნული პიროვნება ბაღდადში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG