ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი თბილისთან ომს არ გამორიცხავს


დღეს თბილისი რუსეთის საელჩოს 100 თანამშრომელმა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვეს. მათ წასაყვანად მოსკოვმა 2 საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი გამოგზავნა. თუმცა რუსეთის საელჩო თბილისში არ იხურება, საელჩოს წარმომადგენლის თქმით, რუსეთის საელჩოში იმდენი თანამშრომელი დარჩება, რამდენიც საჭიროა რომ მან ფუნქციონირება არ შეწყვიტოს. ამავე დროს რუსეთის საკონსულომ 28 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა! განუსაზღვრელი ვადით! თბილისი დღეს რუსეთის ელჩმაც, ვიაჩესლავ კოვალენკომ დატოვა, მისივე თქმით, დროებით. იგი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს, კითხვაზე, თუ როდის დაბრუნდება თბილისში, ვ.კოვალენკომ უპასუხა, რომ ამ კითხვით ვანო მერაბიშვილს უნდა მიმართონ. რუსეთის ელჩმა წასვლამდე ბრიფინგი გამართა. კითხვაზე, რამ შეიძლება დაათბოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ელჩმა ულტიმატუმით უპასუხა. მისივე თქმით, ამისათვის დაკავებული სამხედროების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და თბილისის ბოდიშია აუცილებები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ალეკო შალამბერიძეს გავესაუბრე : „ მოსკოვი აურას ქმნის, ვითომ ჩვენ აქ რუსებს, საელჩოს თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს დავსდევთ, ვკლავთ, რომ ამით შექმნან საქართველოს იმიჯი, თითქოს აქ ველურები ცხოვრობენ და მათ არანაირი ადამიანური არ გააჩნია ...“ შპიონაჟში ბრალდებით დაკავებულ 4 რუს ოფიცერს და საქართველოს 11 მოქალაქეს, რომლებიც რუსეთის ოფიცრებთან თანამშრომლობდნენ, შპიონაჟის გარდა კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - სამშობლოს ღალატი.
XS
SM
MD
LG