ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2 რუს ბრალდებულ ოფიცერს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ რუს ოფიცერს ბრალი ამავე მუხლით წაუყენა. საქალაქო სასამართლოში რუსი ოფიცრები და და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე მიიყვანეს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით არიან დაკავებული. რუსი ოფიცრები ქართველმა ძალოვანებმა ორი დღის წინ დააკავეს. საქმის მტკიცებულებები კი შსს-მ ხუთშაბათს გაავრცელა. მეხუთე ეჭვმიტანილი რუსლან სკრილნიკოვი დღეს გაათავისუფლეს. ჯაშუშობისა სამშობლოს ღალატის მუხლით გამოძიებამ ბრალი წაუყენა საქართველოს 11 მოქალაქესაც, რომლებიც პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად ოთხშაბათს დააკავეს. რუსეთი გაეროსაგან ითხოვს რეზოლუციის მიღებას რომელშიც საქართველო უნდა გააკრიტიკონ ამ ოფიცრების დაპატიმრებისათვის. გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე დაიწყო ამ საკითხზის განხილვა .გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო კონსულტაციები ჩაატარა და მოისმინა რუსეთის წარმომადგენლის საჩივარი. გაეროში რუსეთის დესპანმა ვიტალი ჩურკინმა რუსი ოფიცრების დაპატიმრებას პროვოკაცია უწოდა. ქართველ ძალოვანთა თანახმად ეს ოფიცრები დაკავშირებულნი არიან 2005-ი წლის ტერაქტთან რომელსაც გორში ჰქონდა ადგილი. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა შემდეგი განაცხადა ამასთან დაკავშირებით: “ეს ბრალდებები შეთითხნილია.ეს ოფიცრები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ ტერაქტში რადგანაც საქართველოში მხოლოდ სამი თვის წინ ჩავიდნენ”. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა რუსი ოფიცრების დაკავება მიუთითებს იმაზე რომ საქართველო ამას მიმართავს როგორც სუვერენული სახელმწიფო. როგორც მან თქვა საქართველო არ დაუშვებს მის ტერიტორიაზე აგენტებისა და ჯაშუშების თავისუფალ საქმიანობას და რომ დღემდე მავანთ მიაჩნდათ რომ საქმე ჰქონდათ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან არამედ უბრალოდ ტერიტორიასთან რომელსაც საქართველო ჰქვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ჯაშუშობის ბრალდებას აბსურდული უწოდა. მოსკოვმა უკვე დაიწყო საქართველოში მისი საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრთა ევაკუაცია. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევაკუაციას ისტერია უწოდა და განაცხადა რომ რუსების უსფრთხოებას საქართველოში არანაირი საშიშროება არ ექმნება.
XS
SM
MD
LG