ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში 3 292 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული


ელენე ბარათაშვილი

რამდენიმე დღეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების დაზუსტება დაასრულა. ცსკ-ოს განცხადებით, საქართველოში სულ 3 მილიონ 292 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო სიებში დაშვებული ცდომილება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ცსკ-ოსადმი პრეტენზიები გააჩნია არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სამართლიან არჩევნებს. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურიდიულ მრჩეველს, კახა სოფრომაძეს გავესაუბრე. სამართლიანი არჩევნები მონიტორინგს 5 ოქტომბრის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. - უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ დაძაბულ სტადიაში შედის წინასაარჩევნო პერიოდი, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო დაპირებებს უხვად აფრქვევენ, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში არის მთელი რიგი დარღვევები. პირველი და უპირველესი არის ვადების პრობლემა, ანუ ცსკ-ოს არ ყოფნის 40 დღე არჩევნების ჩატარებისათვს, ანუ სიები არ არის სრულყოფილი, მათ დახვეწა სჭირდება. ცსკ-ომ ვერ მოასწრო სიების სრულყოფა... ადგილობრივი არჩევნების შესახებ სამართლიანი არჩევნების იურიდიული მრჩეველი, კახა სოფრომაძე გვესაუბრებოდა.

XS
SM
MD
LG