ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ირან-თურქეთის საზღვარზე


ირან-თურქეთის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. არაფერია ნაუწყები მსხვერპლის შესახებ. ირანის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ დივერსიას.

როგორც ირანის გაზის ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, დაზიანებულია გაზსადენის სამოცი მეტრი. გასულ თვეს თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედმა ქურთმა მეამბოხეებმა თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი იმავე გაზსადენის ერთ-ერთი სექტორი ააფეთქეს.

ქურთი სეპარატისეტები აქტიურად მოქმედებენ როგორც თურქეთში, ისევე ირანში.


XS
SM
MD
LG