ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახდეპი განცხადებას აკეთებს რუსეთ საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაზე


სახდეპის რწმუნებულმა შონ მაკორმაკმა შემდეგი განცხადება გააკეთა საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიცრების დაკავებაზე: “ ეს საქართველო რუსეთის ორმხრივი ურთიერთობის საკითხია. ჩვენ მათ მოვუწოდებთ მომხდარი სწორი კუთხით შეაფასონ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ნებისმიერმა მხარემ-ეს მხოლოდ მათი გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ როგორც რუსულ, ისე ქართულ მხარესთან დიპლომატიური კონტაქტები გვაქვს, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მთავრობებთან. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, და მას უფლება აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, გამომდინარე იქიდან, თუ რა არის მისაღები მისთვის და ქართველი ხალხისთვის…ვრცელდება სხვადასხვა ხმები, თითქოს ამ ამბებში ამერიკის ხელი ურევია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს პრობლემა ორმა მეზობელმა სახელმწიფომ-რუსეთმა და საქართველომ უნდა მოაგვარონ.”
XS
SM
MD
LG