ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ოფიცრების დაკავება: გიორგი ხელაშვილის კომენტარი


დამოუკიდებელი ანალიტიკოსი გიორგი ხელაშვილი ამერიკის ხმას ეუბნება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო მიზეზებს ეძებს, რათა რუსეთთან პროვოკაციები დაიწყოს სხვადასხვა სიტუაციაში-უსაფუძვლოა, რამეთუ რუსი ოფიცრების დაკავება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და უფრო დიდ ძვრებს უკავშირდება, ამასთან-მომავალ არჩევნებთანაც არის კავშირში. ამდენად, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ მოფიქრებულად და თანმიმდევრულად აიძულებს რუსეთის მთავრობას დატოვოს საქარველოს ტერიტორია როგორც მედიატორმა და ამით საქართველოს საშუალება მიეცეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესების ინტერნალიზაციისთვის.

ბატონი ხელაშვილის განცხადებით, ალბათ არ არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი ზემო აფხაზეთში ლეგიტიმური მთავრობის ოფისის გახსნასა და მომხდარ დაკავებებს შორის. და ბოლოს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ეს ბოლო ინციდენტი იმაზე მეტ გავლენას ვერ მოახდენს, რასთანაც უკვე გვაქვს საქმე-ორ ქვექანას შორის დღესდღეობით ნამდვილი ცივი ომი მიმდინარეობს.

ამ ფონზე, საქართველოს მთავრობა თავის თავს აძლევს უფლებას ასეთი აქციებით განიმტკიცოს პოზიციები ქვეყანაში და მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა მოხდეს მისი დისკრედიტაცია საზღვარგარეთ და ასევე რუსეთის შიგნით.

XS
SM
MD
LG