ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისათვის გაიძახეს.


რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისიდან მისი, ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს კონსულტაციებისათვის გაძახებისა და საკუთარი მოქალაქეების საქართველოდან “ნაწილობრივი ევაკუაციის” დაწყების შესახებ.
კრემლი განრისხებულია საქართველოს მიერ რუსი ოფიცრების დაკავებისა და ჯაშუშობის ბრალდების წაყენების გამო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ბრალდებას აბსურდული უწოდა და საქართველოს კატეგორიულად მოსთხოვა დაკავებულების გათავისუფლება.

საქართველოს მხარე აცხადებს, რომ რუსი ოფიცრები თბილისსა და ბათუმში დააკავეს. ამას გარდა საჯაშუშო ქსელის წევრობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 12-ტი მოქალაქეც.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსეთს, მრავალი წლის განმავლობაში ჯაშუშობასა და საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟების მოწყობაში დასდო ბრალი.

ქართველი ძალოვანები აგრძელებენ თბილისში განლაგებული ამიერკავკასიის რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის შენობის

ალყას. რუსეთის საელჩომ თბილისში საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ვიზების გაცემა შეაჩერა.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ რუსი ოფიცრები საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის, ქვეყნის ენერგოსისტემისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.

XS
SM
MD
LG