ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა.


შინზო აბეს კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცა ქვეყნის პარლამენტსი ორივე პალატამ. იგი 52-ი წლისაა და ფაქტობრივად იაპონიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბატონი აბე ჯუნიშირო კოიზუმის შეცვლის, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხუთი წლის ყოფნის შემდეგ გადადგა.

შინზო აბემ უკვე დაასახელა მისი სამთავრობო კაბინეტის ახალი შემადგენლობა. ახალი კაბინეტის ხელმძღვანელად დაინიშნა იასუ ჰისა შიო ზაკი, ხოლო იაპონიის თავდაცვის მინისტრად ისევ რჩება ფუმიო კიუმა. ბატონი აბე პარასკევს პარლამენტს მიმართავს სიტყვით, რომელშიც ჩამოაყალიბებს მისი ადმინისტრაციის მიზნებსა და პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG