ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები ხდებიან


რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანებას განსაზღვრული წინაპირობები აქვს. ორივე სახელმწიფო ვალდებულია მთელი რიგი რეფორმებისა გაატაროს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და კორუფციასთან ბრძოლა, იურიდიული სისტემის გაუმჯობესება და ასე შემდეგ.

იმ შემთხვევაში თუ ეს ვლილებები არ იქნა გატარებული ეს სახელმწიფოები დაჰკარგავენ განსაზღვრულ პრივილეგიებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა იძლევა ამ ქვეყნებისადმი ევროკავშირის დახმარების შეწყვეტის ჩათვლით. რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია ოქტომბერში გაიმართება. ასე რომ, მთლიანობაში ევრო კავშირი მომავალ წელს 27-დ წევრ სახელმწიფომდე გაიზრდება.

უახლოეს მომავალში ევროკავშირი არ აპირებს ახალი წევრების მიღებას. ევროკომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროსოს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა პირველ რიგში საკუთარი სისტემის რეფორმები უნდა გაატაროს სანამ ახალ წევრებს მიიღებდეს. ეს ალბათ არც თუ ისე სასიამოვნო განცხადებაა ისეთი სახელმწიფოებისათვის, როგორიცაა თურქეთი, ხორვატია და სერბეთი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას იმედოვნებენ. ბატონი ბაროსოს აზრს სავსებით ეთანხმება ევროკავშირის უმაღლესი რწმუნებული ივ ტი ბო დე სალგი. მან საფრანგეთის რადიოსადმი დღეს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

-”თავიდან ევროკავშირის მექანიზმები მცირე ფორმატზე იყო გათვლილი. ახლა, როდესაც ამ ორგანიზაციის გაფართოვებას აქვს ადგილი პროცესი რთულდება. ამას ისიც ემატება, რომ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი დიდად განსხვავდებიან იმ დასავლეთ ევროპული სახელმწიფოებისაგან, რომლებიც შეადგენენ ევროკავშირის ღერძს. ევროკავშირის კონსტიტუციის დამტკიცება განსაზღვრულწულად გაადვილებს ამ რეფორმების გატარებას, მაგრამ ამას ხელს უშლის ის, რომ გასულ წელს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა არ მიიღეს ეს კონსტიტუცია. “

XS
SM
MD
LG