ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა


ამ თემას ქეთი გაბუნია მის რესპონდენტთან, გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ბატონ ირაკლი ალასანიასთან ერთად აშუქებს. ბატონი ალასანია ამერიკის ხმისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროში წარმოთქმულ სიტყვაზე კომენტარს აკეთებს.

ქ. გ. -ბატონო ირაკლი, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ძირითადად რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტმა ?

ი.ა. -პრეზიდენტმა ისაუბრა ზოგადად საქართველოს როლზე თანამედროვე მსოფლიოში, რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ უახლესი წლების განმავლობაში, რატომ არის დღეს საქართველო მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის, რა წვლილი შეაქვს საქართველოს დღეს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ბუნებრივია ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც განვითარების გზაზე დგას. პირველ რიგში რა თქმა უნდა აქ საუბარი იყო კონფლიქტებზე. აღინიშნა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს კონფლიქტების დარეგულირების პროცესი და შეთავაზა გენერალურ ასამბლეას, საერრთაშორისო თანამეგობრობას უფრო ეფექტური ზომებით შეიცვალოს აღნიშნული პროცესი.

ქ.გ - ბატონო ირაკლი, ნატო საქართველოსთან “ინტენსიურ დიალოგზე” გადადის. ამ თემას თუ შეეხო პრეზიდენტი?

ი.ა. -ამ საკითხზეც იყო საუბარი. ბუნებრივია ეს საკითხი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ეს გუშინ მოხდა. ამ ინიციატივის შემოთავაზება ნატოს მხრიდან ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოსთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის დაბუნებრივია ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული უნდა მისცეს საქართველოს გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებიც დაწყებულია და გახდეს სრულფასოვანი შემდგარი დემოკრატია.

ქ.გ. - ბატონო ირაკლი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში მიმდინარე რუსული სამშვიდობო ოპერაციის თაობაბაზე კონკრეტულად თუ იყო საუბარი?

ი.ა. -კონკრეტულად, ზუსტად მაგ თემაზე იყო საუბარი პრეზიდენტის გამოსვლაში. ძალიან თვალსაჩინო მაგალითაბიც კი არის მოყვანილ პრეზიდენტის სიტყვაში, რომელიც ადასტურებს რომ აღნიშნული ფორმატი არაეფექტურია. ეს ხელს უწყობს აფხაზი და ქართველი, ოსი და ქართველი ხალხის დაშორებას. ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს ეს ფორმატი, თუმც მას არანაირი ულტიმატუმი არ წაუყენებია, ანუ მათი გაყვანის ვადებზე არ ყოფილა არანაირი მინიშნება. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური კონსულტაციები პარტნიორებთან თუ რა ფორმატით მოხდება ტრასფორმაცია ამ სამშვიდობო ფორმატისა.


XS
SM
MD
LG