ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული კოსმოსური ხომალდის ატლანტისის მისია წარმატებულად ჩაითვალა


ამერიკული კოსმოსური სააგენტო ნასა აცხადებს, რომ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის ატლანტისის აწ დასრულებული მისია წარმატებულად ჩაითვალა. ნასას ადმინისტრატორმა მაიკლ გრიფინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობა თითქმის ნახევრამდეა მიყვანილი და მას სჯერა, რომ მშენებლობა გათვალისწინებულ ვადისათვის დასრულდება.

“ატლანტისი” დღეს კენედის კოსმოსური ცენტრში წარმატებულად დაფრინდა. ნასა კოსმოსური სადგურის მშენებლობის დასრულებას, 2010-თ წლამდე ანუ მანამდე ცდილობს, სანამ მისი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების ფლოტი ჩამოიწერება. მისიის დროს “ატლანტისის” ეკიპაჟის წევრები რამდენჯერმე გავიდნენ ღია კოსმოსში და სადგურზე მზის ენერგიის გამომმუშავებელი პანელები დაამონტაჟეს.

ხომალდმა რამდენიმე დეტალი დაკარგა, მაგრამ ნასას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს “ატლანტისს” სასიშროებას არ უქმნიდა. შეგახსენებთ, რომ 2003-მი წლის ხომალდ “კოლუმბიის” კატასტროფის შემდეგ, როდესაც ხომალდის ეკიპაჟის შვიდივე წევრი დაიღუპა, “ატლანტისის’’ მისია პირველი იყო.

XS
SM
MD
LG