ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერებს შეხვედრას სთხოვს


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფერენც ჯიურჩანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, მისი მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ირგვლივ სასაუბროდ შეხვედრა სთხოვა. ათი ათასობით უნგრელი ბუდაპეშტის ქუჩებშია გამოსული და პრემიერის მიერ ამომრჩევლების შეგნებულად მოტყუების ფაქტის გამოაშკარავების გამო, მის გადადგომას ითხოვს.

ქვეყნის ორი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ სოციალისტ ჯიურჩანისტან მოლაპარაკებაზე არ წავლენ. პოლიციასთან მომხდარ უკანასკნელ შეტაკებებში 15-ტი ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 62-კაცი.

XS
SM
MD
LG