ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანი მზაფრად გააკრიტიკა


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ირანი მძაფრად გააკრიტიკა და ისრაელის განადგურების მიზნით, იარაღის შექმნის მცდელობაში დასდო ბრალი. გამოსვლისას ქალბატონმა ლივნიმ სთქვა, რომ “ისრაელსა და მის ფასეულობებებს ყველაზე დიდ საშიშროებას ირანის ლიდერები უქმნიან”.

მან საერთაშორისო საზოგადოებრიობას ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებისაკენ მოუწოდა. უფრო ადრე კი ავღანეთის პრეზიდენტმა ხამიდ კარზაიმ გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მომავალს უცხოელი ტერორისტები ემუქრებიან.

ამ ფრაზით პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა პაკისტანზე. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა უარყო კარზაის ბრალდება, რომ თითქოსდა მისი ქვეყანა საკმარისს არ აკეთებს ტერორისტების ავღანეთში შეღწევის შესაფერხებლად და თავის მხრივ აღნიშნა, რომ თავად ავღანეთის არმია უნდა უფრო ეფექტურად ებრძოლოდეს მათ.

XS
SM
MD
LG