ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღეს ვენესუელის პრეზიდენტი და კუბის წარმომადგენელი გამოდიან.


გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღეს მსოფლიოს სხვა ლიდერებს შორის, ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი და კუბის დელეგაციის თავკაცი ესტებან ლაზო გამოდიან.

ვენესუელა და კუბა მოკავშირეები არიან და ირანისადმი, ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენების საქმეში დახმარების გაწევის პირობა აქვთ დადებული.

ბუშის ადმინისტრაცია ბატონ ჩავესს ლათინური ამერიკის დესტაბილიზაციაში, ხოლო ირანს კი ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტ ბუშისა და ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის გუშინდელი გამოსვლები გაეროში, ერთმანეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა ამერიკა ირანისათვის მოლაპარაკებების საწარმოებლად მეტი დროის მიცემას დაჰყაბულდა.

XS
SM
MD
LG