ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოება და კონფლიქტი


საპრეზიდენტო პროგრამა “ჩემი სახლი” და ამ პროგრამისთვის შექმნილი სარეკლამო რგოლები, დღევანდელ გადაცემაში მრავალ კითხვას დავსვამთ და სავარაუდო პასუხსაც მივიღებთ. გაჩნდა იმის ეჭვიც, რომ შესაძლებელია ასეთი სახის, სენტიმენტალურ-პატრიოტული შინაარსის და გამოსახულების რეკლამები, შესაძლებელია იმ მილიტარისტული პროპაგანდის ნაწილიც იყოს, რომელიც ქართულ მედია სივრცეში არსებობს. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ახლა დავუბრუნდეთ კითხვას: ვინ არის ამ ე.წ. სოციალური რეკლამების ფოკუს ჯგუფი? ვიზე არის გათვლილი ისინი და რა მიზანს ემსახურება? კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი საუბრობს.

ლელა იაკობიშვილი – ჩემის ურვილი იქნებოდა, ასეთი სერიის გაკეთებისას, მხოლოდ ამ დევნილთა პრობლემებზე არ ყოფილიყო ლაპარაკი. ასეთ დროს კოლექტიურუი თვითგანცდა გაცილებით მაღალი ხარისხის იქნებოდა. ამით, ანუ ამ რეკლამებით, ჩვენ მხოლოდ ტკივილებს უსვამთ ხაზს, ამის შედეგად კი შესაძლებელია ჭრილობა გავაღრმავოთ, დეპრესიისკენ წავიდეთ. ჩვენ ვართ აფხაზეთში დამარცხებული ხალხი, შეიძლება, თუ არა სწორი პოლიტიკა გატარდა, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკის პარალელური უნდა იყოს, მე მეშინია, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ტკივილის გაღრმავება იქნება.

საინტერესოა სპეციალისტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა განწყობაა ქვეყანაში ამ კონფლიქტთან და დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელსაც სწორედ ეს სოციალური რეკლამებიც ეძღვნება. კონფლიქოტლოგი გოგი ხუციშვილი, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს ამ პრობლემასთან, ამ მტკინვეულ საკითხთან.

გოგი ხუციშვილი – ჩვენი საზოგადოება არის გაორებულ მდგომარეობაში, ერთის მხრივ მოსახლეობაში არის გამჯდარი იმის განცდა, რომ ის რაც არის დაკარგული ომით, იმის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ომით. Dა ამავე დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ისიც აქვს გაცნობიერებული, რომ ამ რესურსებით ჩვენ ამ ამოცანას ვერ შევასრულებთ, მოსახლეობის შეფასებით ამის მზადყოფნა ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ არის პესიმიზმი, იმის თაობაზე თუ რა შედეგები შეიძლება გვქონდეს ამ კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის მცდელობის შემთხვევაში. მაგრამ, ის რომ სხვანაირად კონფლიქტი ვერ გადაწყდება ესეც არსებობს, ეს არის ერთმანეთთან შეუთავსებელი, აქ უკვე კონფლიქტია. სინამდვილეში გამორიცხულია სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარება, ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნება, იქ ცხოვრობს ხალხი, ამას ჩვენ უნდა შევეგუოთ. ამიტომ მათთან ურთიერთობის მოგვარება, წინ უნდა უსწრებდეს ყველანაირი სახის პოლიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნედ, ჩვენ მხოლოდ ტერიტორიას დავიბრუნებთ სავარაუდოთ.

მომავალ გადაცემაში ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს თემაზე – კონფლიქტური ზონები და ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი, რომელიც სხვადასხვა ფორმით საზოგადოების ცნობიერებაზე მოქმედებს.

რადიო ამერიკის ხმა, ნინია კაკაბაძე თბილისიდან.

XS
SM
MD
LG