ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანი განრისხებული მუსულმანების დაშოშმინებას ცდილობს


ვატიკანი განრისხებული მუსულმანების დაშოშმინებას ცდილობს, მას შემდეგ რაც რომის პაპმა სინანული გამოთქვა ისლამურ რელიგიასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, რამაც მუსულმანთა აღშფოთება გამოიწვია.

ბენედიქტე მე-16 განცახდებით:” ძალზე სამწუხაროა რომ ამ გამოსვლას ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა ისლამურ სამყაროში, რომელიც მხოლოდ გულახდილი დიალოგის დაწყებას ისახავდა მიზნად.”

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის ეს განცახდება მას შემდეგ გამოქვეყნდა რაც ვატიკანმა ოფიციალურ დონეზე მოიხადა ბოდიში მუსულმანთა წინაშე. მიუხედავად ამისა მუსულმანთა ზოგიერთი რელიგიური და პოლიტიკური ლიდერი არ დააკამაყოფილა რომის პაპის მიერ გამოხატულმა სინანულმა.

დღეს ერაყის ქალაქ ბასრაში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა ამასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG