ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის პარლამენტთან  აფეთქებას თერთმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


დღეს სომალის პარლამენტთან განხორციელებულ აფეთქებას სულ მცირე თერთმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში დამონტაჟებული ნაღმი ქვეყნის პრეზიდენტის აბდულა იუსუფის ავტოკორტეჟის ჩავლის დროს ააფეთქეს.

სომალის მთავრობის პრესმდივნის თქმით, პრეზიდენტი თავდასხმას უვნებელი გადაურჩა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა ის-ის იყო, რაც პარლამენტისადმი მიმართვა დაასრულა და საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაბრუნებას აპირებდა. პირველ აფეთქებას სულ მალე მეორეც მოჰყვა.

თვითმხილველების თქმით, არც ერთი კანონმდებელი არ დაშავებულა. დახოცილები ძირითადად პარლამენტის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არიან. ტერაქტი სომალის სუსტი გარდამავალი მთავრობის მიერ დედაქალაქად არცეულ ქალაქ ბაიდოაში განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ისლამისტების მიერ კონტროლებადი ტერიტორია ქვეყნის სამხრეთში ნელ-ნელა ფართოვდება, ბაიდოის მთავრობას ზალზე უჭირს ხელისუფლების შენარცუნება.

XS
SM
MD
LG