ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი კაკაბაძე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში: ადამიანის უფლებები და კონფლიქტების მდგომარეობა საქართველოში


გუშინ 14 სექტემბერს ვაშინგტონში მდებარე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში კონფლიქტების დარეგულირების პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ- კერძოდ კი იქ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. მომხსენებელი გახლდათ საქართველოს თანასწორობის ინსტიტუტის წევრი, დარგობრივი დიპლომატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე. გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი კაკაბაძესთან. შემდეგ კი თავად შეხვედაზე დამსწრეებისგან შევიტყობთ დისკუსიის დეტალებს. ირაკლი კაკაბაძე: ლიზ ჰოვარდი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კონფლიქტების მოგვარების პროგრამას ხელმძღვანელობს. მომხსენებლის მოწვევის ინიციატივის შესახებ მას კითხვით მივმართე, რასაც მისი მხრიდან საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებაც მოჰყვა. ლიზ ჰოვარდი: ირაკლი ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულია ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში , აქ-ვირჯინიის შტატში. მას საინტერესო წარსული და თანამედროვეობის შეფასების კარგი მიდგომა აქვს. საქართველოში ჩემი ყოფნის პერიოდიდან ბევრი რამ შეიცვალა-მე იქ 90იანი წლების დასაწყისში გახდლით, და გულთან ახლოს მივიტანე ის თუ როგორ ცდილობდა მისი ხალხი პოლიტიკურად ის რთული პერიოდი გადაეტანა. ირაკლის შეფასებას გამოვეხმაურები და ვიტყვი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მოსვლამ ყველას ერთად დიდი იმედი ჩაგვისახა, თუმცა ჩვენ უფრო მეტს, და უფრო საფუძვლიან ცვლილებებს ველოდით. ქვეყანაში დღეს არის პროგრესი, ნაკლები კორუფციის და საგარეო ორიენტირების ჩათვლით, თუმცა რეფორ,მებს შორის ბევრს ბოლომდე მიყვანა სჭირდება. იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი ბოლომდე უერთგულებს გაცხადებულ მიზნებს და ამოცანებს. საქართველოს ყოველივე კარგს ვუსურვებ”. კრონტ ანამო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერეას ეუფლება. წარმოშობით ირლანდიელმა, საქართველოსთან მან ბევრი საერთო ნახა. კრონტ ანამო: ირლანდიური, და შესაბამისად, ევროპოული პერსპექტივიდან გამომდინარე, საქართველო ჩემთვის საინტერესო ფენომენია. კონკრეტულად, კი კონფლიქტების მოგვარების სფეროში მგონი რომ საქართველოს ამ ეტაპზე არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს”. ირაკლი ჩხენკელმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი წელს დაამთავრა. შეხვედრაზე იგი ყურადღებით უსმენდა გამომსვლელს. ჩვენთან კომენტარისგან თავი არც მას შეუკავებია. ირაკლი ჩხენხელი: ეს იყო, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის მიმოხილვა. შეხვედრაზე მომხსენებელი იყო საქართველოს თანასწორობის ინსტიტუტის თანამშრომელი ირაკლი კაკაბაძე.
XS
SM
MD
LG